00:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 16:43:52, 903 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე - როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა მათ ეს დაუფასდეთ

„ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე მადლობას იმსახურებს იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, ერთგულად ემსახურნენ თავის საქმეს და ბოლომდე დარჩნენ საჯარო სამსახურში. ახლა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა მათ ეს დაუფასდეთ“- ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დროული და სწორია - ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საჯარო სექტორში ხელფასები უნდა გაიზარდოს, სხვაგვარად რთული იქნება პროფესიონალების შენარჩუნება სახელმწიფო სამსახურში. ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე მადლობას იმსახურებს იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, ერთგულად ემსახურნენ თავის საქმეს და ბოლომდე დარჩნენ საჯარო სამსახურში. ახლა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა მათ ეს დაუფასდეთ“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, ხოლო ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ, სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics