08:16 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-31 17:34:18, 1296 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანე ევროკავშირის რეკომენდაციებზე - ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაცია ანტიქრისტიანულია. 

მეუფე აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნები ბუნდოვანია და რეალურად საზოგადოებამ არ იცის თუ რა წერია ევროავშირის რეკომენდაციებში.

 "დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. კანონმდებლობით უნდა შემოიტანონ ყველა ის საკითხი, ფაქტიურად ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც პირნათლად შეასრულებს იმ 12 რაღაცას, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის, რა წერია იმ მოთხოვნებში? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არაა განხილვაში. თვითონვე განიხილავენ და იქ მერე კანონებად გადასახავენ, მერე ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთ. იმ პუნქტებში არის ისეთი რაღაცეები, ვთქვათ, იგივე რაღაც შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით, რაღაცების მოწესრიგება. ეს ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაგრძელდეს უფრო მაღალი დონით, ამას აქვს პატრონაჟი მთელი დასავლური სტრუქტურებისა,"- აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics