13:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-31 15:01:56, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ICRC-ს ოლენივკაში უკრაინელი ტყვეების დაღუპვის ადგილის მონახულების უფლება არ მისცა

რუსეთმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება  ეწვიონ დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ ოლენივკას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვის ადგილს.

„გუშინ ოლენივკას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტყვეებთან შეხვედრის ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ICRC-ს ტყვეებზე წვდომის მინიჭება კონფლიქტის მონაწილე მხარეების ვალდებულებაა ჟენევის კონვენციების შესაბამისად“, - წერს ICRC Twitter-ზე .

ICRC-მ დაამატა, რომ გააგრძელებს ოლენივკაზე წვდომაზე მუშაობას.

29 ივლისს ღამით, დონეცკის ოკუპირებულ ოლენივკას ოლქში, სასჯელაღსრულების კოლონიის ტერიტორიაზე, შენობაში აფეთქება მოხდა, სადაც რუსებს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავთ, კერძოდ, აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან გადმოყვანილი. სულ მცირე 50 უკრაინელი ტყვე დაიღუპა.

რუსულმა მხარემ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლენივკას კოლონიაზე HIMARS-ის სავარაუდო თავდასხმაში დაადანაშაულა. უკრაინა ამ ბრალდებებს უარყოფს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ხაზს უსვამს, რომ ტერაქტი რუსეთმა,პატიმართა წამების დამალვის მიზნით განახორციელა.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, აფეთქება რუსეთის ლიგის (ვაგნერი) PMC-ის დაქირავებულებმა განახორციელეს.

 რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნების შესაბამისად, "ოფიციალურად მიიწვია" ექსპერტები გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვის ადგილზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics