09:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 13:36:22, 1050 ნახვა

საზოგადოება
„ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა“ - სახდეპი 5 ივლისისა და 20 ივნისის აქციებზე

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ქუჩის საპროტესტო გამოსვლები ზოგადად იშვიათია, ბოლო დროს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და სამოქალაქო არეულობის ეპიზოდები, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშს აქვეყნებს.

სახდეპმა შეაფასა ქვეყანაში არსებული პოლიტიკა და უსაფრთხოების გარემო. მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ აღნიშნულია 2021 წლის 5 აგვისტი და 2019 წლის 20 ივნისი, სადაც მათი შეფსებით, "თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა". 

"მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ქუჩის საპროტესტო გამოსვლები ზოგადად იშვიათია, ბოლო დროს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და სამოქალაქო არეულობის ეპიზოდები. 2021 წლის ივლისში ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ძალადობრივად მოაწყვეს არეულობა თბილისის მასშტაბით დაგეგმილი Tbilisi Pride აღლუმის წინააღმდეგ, გაანადგურეს ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი და თავს დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს და პიროვნებას, რომლებიც ლგბტქი+ თემის წევრებად ითვლება. 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტები ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას ანტირუსული და ანტისამთავრობო პროტესტის დროს, ზოგიერთი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთს თვალის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. საერთოდ, პოლიციამ შეასრულა თავისი მოვალეობა, დაეცვა წესრიგი გაუთვალისწინებელი პროტესტის შემთხვევაშიც კი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა",- წერია ანგარიშში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics