09:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 11:04:54, 779 ნახვა

საზოგადოება
სლოვაკეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სემინარი ჩაატარეს

ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“-ს მიერ, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში სლოვაკეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სემინარი ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანია: რეგიონში ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მოწყვლადი თემის შესაძლებლობების გაძლიერება, ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, ადგილობრივი მედიის შესაძლებლობების განვითარება.

„ექსპერტებმა სემინარის მონაწილეებს სლოვაკეთის მაგალითებზე დაყრდნობით გააცნეს ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდული პარლამენტის, მოხალისეობრივი, დროის რაციონალურად გამოყენების საკითხები და შესაბამისი შედეგები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობასა და თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას. ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა.

სემინარზე დასმულ კითხვებზე გაიმართა საინტერესო დისკუსია.

სემინარს ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი.

სემინარის შემდეგ სლოვაკი სტუმრები კასპში მერებაშვილების ღვინის მარანს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ეზოში გაშენებული ვენახი და გაეცნენ ღვინის დაყენების წესებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics