00:30 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 22:29:24, 1139 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე დალაქიშვილმა,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა

ალექსანდრე დალაქიშვილმა,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა

პარლამენტის რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმაციის მიღების მიზნით, საპრლამენო უმრავლესობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საწარმოთა მიერ კანონის აღსრულებიდან გამომდინარე გატარებული ღონისძიებებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანიბის თაობაზე სადეპუტატო კითხვით მიმართა. 

დალაქიშვილი ცვლილებათა პაკეტის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს აჯამებს. 

როგორც ის აღნიშნავს, ერთი წლის შემდეგ, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ქალაქებში, მნიშვნელოვან გამოწვევად  გარემოსდაცვითი კონტროლის მექანიზმების აღსრულების ნაწილი რჩება.

საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროგრესი გამოვლინდა შემდეგ მიმართულებებში: განსაზღვრულია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი რეგულირების ობიექტების მიმდინარე წლის კომპლექსური შემოწმების გეგმა; მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები საწარმოების წარმომადგენლებთან თვითმონიტორინგის ვალდებულებასთან დაკავშირებით; სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან რეგულარულად ხორციელდება კონსულტაციების გაწევა დაინტერესებული საწარმოებისა და მათ მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებისათვის; აქტიურად მიმდინარეობს საწარმოების მონიტორინგი კომუნიკაციის ოფიციალური არხების საშუალებით, რომლის ფარგლებშიც საწარმოები ეტაპობრივად აწვდიან სამინისტროს კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს გონივრულ ვადებში აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად.’’ - როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრისთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეფექტიანობის ზრდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics