01:55 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 19:57:16, 1031 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ,,მთავარის’’ ჟურნალისტს: ემიჯნებით უკრაინელების პოზიციას? თქვენი თანამშრომლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ახლა ომი თუ გვიშველის?

თქვენ, მაგალითად, იმ პოზიციას, რომ ომი გვიშველის მხოლოდ, ემიჯნებით, თუ არ ემიჯნებით? აი, თქვენ, რადგან მე ახლა ბრალს ვდებ თქვენს კოლეგას, როგორც თქვენ ამბობთ, ემიჯნებით თუ არა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ემიჯნებით ასეთ პოზიციას, თუ მან თქვა, ან თუ ვინმემ თქვა. - ასე მიმართა ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,მთავარის’’ ჟურნალისტს და მას სთხოვა გამიჯვნოდა მისი ტელევიზიის თანამშრომლის თენგო გოგოტიშვილის მოწოდებას საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. 

ჟურნალისტს, საუბრის დროს, არაერთხელ მოუწოდა გამიჯვნოდა უკრაინელების პოზიციას საქართველოში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის იტყუებოდა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამოიღებდა გოგოტიშვილის სიტყვებს, სადაც ის მოწოდებას აკეთებდა ომთან დაკავშირებით, სხვა შემთხვევაში, აგებდა პასუხს. 

,,წარმოიდგინეთ, ვერ ემიჯნებით ომის ნარატივს. ემიჯნებით უკრაინელების პოზიციას? თქვენი თანამშრომლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ახლა ომი თუ გვიშველის? მე ვთხოვ ჩვენს პრესსამსახურს, თქვენი ეს სიტყვები ახლა მოჭრას და თენგო გოგოტიშვილის სიტყვებს დაუდოს გვერდზე, რომ თითქოს მე ვატყუებ ხალხს და ამ დროს თენგო გოგოტიშვილს თითქოს არ უთქვამს ეს სიტყვები. მე სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ მან თქვა ის სიტყვები, რაც თქვა, რაც პირდაპირ იყო ომისკენ მოწოდება. ნებისმიერი ფორმით, სიცოცხლით ვაგებ პასუხს. თქვენმა კოლეგამ ომისკენ პირდაპირი მოწოდება გააკეთა და მან თქვა, რომ ომი თუ გვიშველისო. ეს იყო მისი სიტყვები. რაღაც რაღაცეები დაგვრჩება უკანო, ისიც კი დაამატა ამ ნარატივის გასამყარებლად. თქვენ ახლა ამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, თითქოს მას არ უთქვამს და ჩვენ დავამონტაჟეთ?’’ - განაცხადა მდინარაძემ საუბრის დროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics