01:56 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 10:14:12, 798 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი ზურაბიშვილზე - როცა ადამიანს 2 სამშობლო აქვს, კაცმა არ იცის, რომელი უფრო ტკივა

 „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, სოზარ სუბარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და მას  „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებაში“ ადანაშაულებს.

სუბარის თქმით,  საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო და სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა.

 "რაც შეეხება პრეზიდენტის ბრალდებას. ის რას ამბობს, ამ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვენზე რას იტყვის, ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. როცა ადამიანს 2 სამშობლო აქვს, როგორც ჩანს, კაცმა არ იცის, რომელი უფრო ტკივა და ტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ეტყობა, ბოლომდე მაინც ვერ გაითავისა. კაცმა არ იცის, ის რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული მე სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ თავისი შთამომავლობისა და გვარისშვილობის მიუხედავად, ის სხვა კულტურაში იყო გაზრდილი. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და ევროკავშირიდან წამოსული ადამიანი, ვფიქრობდით, რომ დიახ, ჩვენი ინტერესები იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ეს ორი სამშობლო ხელს არ შეუშლიდა იმაში, რომ ემსახუროს საქართველოს ინტერესებს მაგრამ როგორც კი პირველი, გარკვეულწილად წინააღმდეგობა შეიძლება გაჩენილიყო, იქ მან სხვა თამაში აირჩია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა. რა განცხადებებსაც ის აკეთებს, ქვეყნის ინტერესებში არ შედის,"- განაცხადა სუბარმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics