|
2022-07-27 14:56:30, 1235 ნახვა
საზოგადოება
„საგზაო მოძრაობის კულტურა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია“ - მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა
მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურას ეხება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქვს მიზნად დასახული. როგორც აღმოჩნდა, ნინო კასრაძისთვის საჭესთან ჯდომა ძალიან დიდ სტრესთან ასოცირდება. ამბობს, რომ უკმაყოფილოა გარემოთი და საკუთარი თავით. ამიტომ ჯერ თავის გამოცდილებაზე გვიამბობს - მართვის მოწმობა საკმაოდ გვიან აიღო და თანაც მაშინ, როცა დიდი ცოდნა საჭირო არ იყო. ამიტომ ბევრი რამ პრაქტიკით ისწავლა. „ეს ექსტრემალური სიტუაცია გაჩვენებს საკუთარ თავს. თითქოს თავშეკავებული ადამიანი შესაძლოა, სრულიად გაუწონასწორებელი აღმოჩნდეს საჭესთან. ამიტომ ვამბობ, რომ საჭესთან ჯდომა ავლენს შენს კულტურას. შენ შეიძლება ერთს საუბრობდე და მოუწოდებდე და საჭესთან სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდე, როგორც ძირითადად ხდება. ძალიან ვცდილობ, თავი შევიკავო, თუმცა არ არის ეს მარტივი“, - ნინო კასრაძე, მსახიობი. ასეთ კულტურულ ნორმებს შორის ნინო კასრაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საჭესთან ქალების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფაა. „როდესაც აღმართზეადიხარ და დაღმართზე მანქანა მოდის, შეიძლება არ დაგითმოს იმიტომ, რომ ქალი ხარ“. მისთვის საგზაო მოძრაობის დროს სტრესულ გარემოს ისიც ქმნის, რომ, როგორც ამბობს, მძღოლების უმეტესობამ მართვის წესები არ იცის. კიდევ ერთი, რაც ნინო კასრაძისთვის მიუღებელია, მანქანიდან ქუჩაში გადაგდებული ნაგავია. მისთვის ეს, ზოგადად, უკულტურობის ნიშანია. ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, ვისთვისაც ეს მისაღებია, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე ცოტა, რადგან დღეში ერთხელ მაინც ვხვდებით ასეთ ადამიანს, მანქანიდან ნაგავს რომ მოისვრის და გზას აუღელვებლად გააგრძელებს. ნინო კასრაძე ფიქრობს, რომ ეს ნორმები მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც საზოგადოება თავად დაიწყებს ფიქრს, რა შეცვალოს. ამბობს, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ეს კამპანიაც ზუსტად ამის ნაწილია. როგორ შეიძლება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, როგორც ქვეითმა, როგორც მძღოლმა, როგორც მგზავრმა, რომ ზოგადად შეიცვალოს ჩვენი კულტურა, რაც, ბუნებრივია, აისახება საჭესთან, საგზაო მოძრაობისას. ამ შეკითხვაზე, ალბათ, ყველა ჩვენი წარმოდგენების მიხედვით ვპასუხობთ. საგზაო მოძრაობის კულტურა რომ გაიზარდოს, რომ დავიცვათ ის ნორმები, რომლებზეც უმეტესობა მაინც ვთანხმდებით, მაგრამ ასე ცალკე აღებულს ვერცერთ კოდექსში ვერ შევხვდებით, ეს ისევ ჩვენს ხელშია. და რთულია, აქ არ დაეთანხმო ნინო კასრაძეს - მითითებაც, საუბარიც, გამოსწორებაც, პირველ რიგში, საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ!
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)