03:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 12:47:49, 871 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი პატრიოტია ბატონი ბიძინა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს აფასებს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი და პატრიოტული დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს ქვეყნისადმი.

მისივე თქმით, წერილმა დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკიდან.

„ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს - ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა არის იგივე. ის თავის საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება. დღეს, თუნდაც უბრალო და პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საზოგადოება არის ახლა ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ"...

მე რომ მკითხოთ და მოქალაქეებსაც ჰკითხეთ, სინამდვილეში ამ წერილმა დაადასტურა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ ის ამ წერილში პირდაპირ ამბობს, რა არის მისი დამოკიდებულება და პირდაპირ პასუხობს კითხვებს", - განაცხადა თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics