10:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 11:53:52, 1016 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე არსებული გამოწვევების ფონზე, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსა და ნატოს მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ მიღებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. 

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილი. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სამხედრო წვრთნებისა და განათლების თემებიც განიხილეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics