2022-07-24 18:35:04, 1418 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი - დიდი სურვილი მაქვს კიევს ვეწვიო
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მას უკრაინის დედაქალ კიევში ჩასვლა სურს.
მისივე თქმით, ყველა ძალისხმევას იყენებს, რათა დაასრულოს ხუთთვიანი ომი, რომელიც მან არაერთხელ დაგმო.
"მე დიდი სურვილი მაქვს კიევში ჩავიდე ", - აღნიშნა პაპმა უკრაინაზე საუბრისას.
პაპმა არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მან ღიად დაადანაშაულა მოსკოვი "აგრესიის სასტიკი და უაზრო ომის" წარმოებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,