|
2022-07-24 13:43:14, 1545 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა ოდესაზე - რაკეტებმა ზუსტი დარტყმით უკრაინული სამხედრო ნავი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე გაგზავნეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა რუსეთის სარაკეტო დარტყმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე . მისი თქმით, თავდასხმა ქალაქზე პორტის მახლობლად, სადაც მარცვლეული ინახებოდა ექსპორტისთვის, „მაღალი სიზუსტის“ რაკეტით განხორციელდა. ამავდროულად, ზახაროვა ირწმუნება, რომ დარტყმების სერიის მიზანი, სავარაუდოდ, სამხედრო ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის დაბომბვას უწოდა „უხეში რუსული ბარბაროსობა“. კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ზუსტი დარტყმით უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე“, - წერს ზახაროვა. შეგახსენებთ, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. რუსეთს 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ გაფირმებული ხელშეკრულება. 22 ივლისს რუსეთმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მოლაპარაკებებში ჩართული იყო გაერო და თურქეთის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)