|
2022-07-22 19:21:05, 1453 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სენატორებმა რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც რუსეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს
სენატორებმა რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც რუსეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი სადაც უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტის პირველი რეალური შედეგიც იგრძნობა. "რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა, იერმაკისა და მაკფოლის ხელმძღვანელობით, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების გენოციდად აღიარება მოითხოვეს. და აი, უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტის პირველი რეალური შედეგი: სენატორებმა - რიშმა, კარდინმა, ვიკერმა, ბლუმენტალმა, პორტმანმა, შაჰინმა და გრეჰემმა, - წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)