2022-07-22 12:06:30, 545 ნახვა
საზოგადოება
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის ფინალისტები ცნობილია
წელს ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ საიუბილეო თარიღია - კონკურსი მეოცედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია 7 ნომინაციაშია ცნობილი. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, 2022 წელს საუკეთესო წიგნებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:
- საუკეთესო რომანი
- საუკეთესო პოეტური კრებული
- საუკეთესო პროზაული კრებული
- საუკეთესო პიესა
- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
- ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
- „თიბისის“ ცნობით, მეოცე წელია, რაც კონკურსი აფასებს ქართულ ლიტერატურას და აჯილდოებს გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს, რომლის დამფუძნებელიც თიბისი და რატი ამაღლობელია. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ, 4500-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-მდე პრემია გასცა და 150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- კოკა ქამუშაძე, „ბალა(ნ)და” (სულაკაურის გამომცემლობა)
- მაგდა კალანდაძე, „მეორე ოთახი“ (დიოგენე)
- მინდია არაბული, „ყოველი ამბის დასასრული“ (დიოგენე)
- მარიამ გურგენიშვილი, „მარგალიტები“ (პალიტრა L)
- ლელა კურტანიძე, „მელატონინი“ (ინტელექტი)
- გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს „ტრაქისელი ქალები“ (ლოგოსი)
- თორნიკე სიბაშვილი, „დეტექტივი“ (კალმოსანი)
- დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- ზაზა აბზიანიძე, „ალექსანდრე ყაზბეგი“ (პეგასი)
- ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)
- მაკა ლდოკონენი, „რა ვიკითხოთ ერთად“ (ინტელექტი)
- დავით მაზიაშვილი, „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ (24 საათი)
წლის საუკეთესო პიესა:
თამარ ბართაია, „Zoia. Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო.“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
ბასა ჯანიკაშვილი, „ნინოს ბედნიერება“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი)
- გაგა ნახუცრიშვილი, „კინო „ყაზბეგი““ (ინტელექტი)
- მალხაზ ხარბედია, „წიგნის ნადიმები - ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე“ (ვაზი)
- გიორგი ჭეიშვილი, „ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)“ (არტანუჯი)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ბესო სოლომანაშვილი, „სხვისი კინო“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
- დათია ბადალაშვილი, „ლეკვების სამოთხე“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ლია სტურუა, „ვაგრძელებ თამაშს?!“ (ინტელექტი)
- ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
- პაატა შამუგია, „არგადარჩენა“ (ინტელექტი)
- ეთერ თათარაიძე, „ალალ იყვიდ, უშურო“ (უნივერსალი)
- ნიკა ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
- ბექა ახალაია, „მგელი მაჯაზე“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო რომანი:
- არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
- გიორგი ხარაიშვილი, „ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი“ (პალიტრა L)
- ილია ჭანტურია, „გემი დავლანდე“ (არტანუჯი)
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By 
|