2022-07-21 16:58:45, 972 ნახვა
პოლიტიკა
კელი - დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში შავი დღე
დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში შავი დღე. - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა.
მისივე თქმით,ეს არის დღე როცა სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს დაიცვას აშშ-ის ელჩი მმართველი პარტიის ცილისმწამებლური თავდასხმებისგან.
"შავი დღე აშშ-საქართველოს ურთიერთობაში, როცა სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს დაიცვას აშშ-ის ელჩი მმართველი პარტიის ცილისმწამებლური თავდასხმებისგან". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,