|
2022-07-21 16:31:01, 1013 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ
ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს საელჩოს წარმომადგენელი ნამდვილად არ არის. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, აშშ ასე არ მუშაობს. "ჩვენი პროგრამები არაა შექმნილი იმისთვის, რომ ვინმე დაასანქციროს, ეს პროგრამები არის ღია მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, იურისტებისთვის, მათ ვისაც აქვთ სურვილი, ითანამშრომლონ თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში და მიიღონ გამოცდილება. ჩვენი საქმიანობა საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბოლო 30 წლის განმავლობაში გულისხმობს სასამართლო სისტემის დახმარებას, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, რომ გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნეს კანონზე, მტკიცებულებებზე და იქნეს მიღებული დამოუკიდებლად. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს საელჩოს წარმომადგენელი ნამდვილად არ არის. მე მქონდა კარგი შეხვედრები ქართველ მოსამართლეებთან, მათ შორის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, სადაც ჩვენ განვიხილავდით ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს სისტემასთან, რაც მიმართულია უფრო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლოს შექმნისკენ და განვიხილეთ ეს წარმატებული საქმიანობა. არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ და ჩვენი სურვილია დავეხმაროთ საქართველოს სისტემას, იყოს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)