|
2022-07-21 16:11:55, 1459 ნახვა
ომი უკრაინაში
მილი - დონბასი უკრაინისთვის ჯერ დაკარგული არაა, რუსეთს თითოეული ინჩისთვის ფასს ახდევინებენ
დონბასი უკრაინისთვის ჯერ დაკარგული არაა, ეს არის ძალიან ინტენსიური ბრძოლა, რუსეთის მხრიდან ბევრი ძალადობით. - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავჯდომარემ, მარკ მილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელები რუსეთს, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის თითოეული ინჩისთვის ფასს ახდევინებენ. "საბოლოო ჯამში, ფასი მაღალია, მოგება კი ძალიან დაბალი. დონბასის რეგიონში, ლუგანსკში გამანადგურებელი ომი მიმდინარეობს. თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი, არის თუ არა დონბასი დაკარგული - არა, ჯერ არ არის. უკრაინელები რუსეთს, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის თითოეული ინჩისთვის ფასს ახდევინებენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)