11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 14:10:31, 504 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიამ ყირგიზეთისა და უზბეკეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენებს საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობა გააცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ყირგიზეთისა და უზბეკეთის  დელეგაციებს უმასპინძლა.

თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სისტემებისა და ინფექციის კონტროლის სფეროს წარმომადგენლებს, საქართველოში  ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობა, მიღწევები და გამოცდილება გააცნო.  მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტუბერკულოზის მართვის მოდელი, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტურ თანამშრომლობას ემყარება. „აქტიური თანამშრომლობა იძლევა პაციენტების დროული გამოვლენის და ეფექტური მართვის შესაძლებლობას,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სასწავლო ტურის ფარგლებში გაიმართა.  ტურის მიზანი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის გამოცდილების, მისი ორგანიზების და გლობალური ფონდის პროექტის დანერგვის პრინციპების შესწავლა, ასევე უზბეკეთსა და ყირგიზეთთან ტუბერკულოზის პროგრამების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. 

დელეგაციების წევრები მკურნალობის მეთოდების, მათ შორის, FAST მეთოდიკის უკეთ გაცნობის მიზნით რეგიონების ტუბერკულოზის კლინიკებსაც დაათვალიერებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics