08:36 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 12:52:12, 504 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე ნედ პრაისის განცხადებაზე - ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული

ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული ამ შემთხვევაში ან რაღაც მისკომუნიკაციას აქვს ადგილი, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის კრიტიკულ განცხადებას. 

სარჯველაძე არ თვლის, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადება იყო "უბედურება ან კანონდარღვევა", არამედ, მისიე თქმით, მეგობრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, რაზეც ლაპარაკი აუცილებელია. 

"ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული ამ შემთხვევაში ან რაღაც მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ. მე არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას. ამას მე, სიმართლე გითხრათ, ვერ დავეთანხმები და ეს არ მგონია სწორი შეფასება.   რაც შეეხება იმ საკითხებთან გაჩენილ დისკუსიას, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გამოვიდა მოსამართლე, თქვა ასეთი რამ, რაც თქვა. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, ცალკეულ პოლიტიკოსებსაც გაუჩნდათ კითხვები ამასთან დაკავშირებით. ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ღრუბელი გაიფანტოს ამ მიმართულებით. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ა.შ. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტებები იყო ისეთი, რომელიც იყო ამ ყველაფრის ამხსნელი იმ თვალსაზრისით, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ლაპარაკი",- განაცხადა სარჯველაძემ. 

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოზე საუბრისას აღნიშნა,რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მან ასევე "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები" უწოდა კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics