2022-07-20 21:21:14, 1116 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის პრემიერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს - ლიზ ტრასი VS რიში სუნაკი
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე კენჭისყრის მე-5 ტური გაიმართა, რის შედეგადაც შეჯიბრს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პენი მორდონტი გამოეთიშა. - ამის შესახებ ადგილობრივმა მედიამ განაცხადა.
მათივე თქმით, ხმებს შორის მცირედი განსხვავებები იყო.
" ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ყოფილი კანცლერი რიშ სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი იბრძოლებენ, ხოლო კენჭისყრაში ხმები ასე გადანაწილდა სუნაკმა 137 ხმა, ტრასმა - 113, მორდანტმა კი 105 ხმა მიიღო". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. ამის შესახებ ჯონსონის მიმართვიდან გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა დატოვა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,