17:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 14:22:53, 1514 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას „აიძულებს“, რუსეთის წინააღმდეგ მეტი იარაღი გამოიყენონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინა  სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად და „კონსტრუქციული ნაბიჯებისგან“ თავს იკავებს.

როგორც ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბარში დასძინა, დასავლეთის ქვეყნები "უყრიან უკრაინას იარაღს " და „აიძულებენ“ მას გამოიყენებას, რაც ომს უფრო სარისკოს ხდის. 

„ისინი ფაქტიურად (უკრაინელებს ) იცავენ ყოველგვარი კონსტრუქციული ნაბიჯებისგან, ფაქტიურად არა მხოლოდ იარაღით ამოტუმბულნი, არამედ იძულებულნი არიან გამოიყენონ ეს იარაღი უფრო და უფრო სარისკოდ. ის ფაქტი, რომ უცხოელი ინსტრუქტორები და სპეციალისტები ემსახურებიან ყველა ამ HIMARS სისტემას“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს, დილით, ომის გამოუცხადებლად შეიჭრნენ . რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში განხორციელებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს „სპეციალური ოპერაცია“ უწოდა, რომელიც თითქოს უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და „დენაზიფიკაციას“ ისახავს მიზნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics