|
2022-07-20 11:30:13, 959 ნახვა
ეკონომიკა
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის რიგით მესამე გამარჯვებული ცნობილია
"საქართველოს ბანკი" განათლების ხელშეწყობის მიზნით სასტიპენდიო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მესამედ, Miami Ad School Europe-ში საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა. ანანო გაბუნია ბერლინში, Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას. გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ბანკის, Miami Ad School Europe - ისა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იყვნენ. სტიპენდიის მისაღებად კონკურსში 70 აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას. „Miami Ad School Europe-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. MASE-ის პროტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას - Art Direction-ს, Copywriting-ს და Creative Technology-ის აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ MASE-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით უკვე მესამე ქართველ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით გააგრძელოს სწავლა ბერლინში. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა განსაკუთრებით საინტერესო და მაღალი დონის ნამუშევრები წარმოადგინეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კონკურსის თითოეულ მონაწილეს და წარმატება ვუსურვოთ გამარჯვებულს ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. Miami Ad School-ი 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს აერთიანებს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება. შემდეგი მიღება მომდევნო წლის გაზაფხულზე გამოცხადდება. დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)