|
2022-07-19 12:38:27, 583 ნახვა
საზოგადოება
სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანიამ „აგრომაქს დეკორმა“ ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ, ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, ინვესტიცია 500 000 ლარზე მეტი განახორციელა, მათ შორის, 350 000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა. „ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება ხდება. მაშინ როდესაც, ჩვენი ახალი ბაღები ძირითადად, იმპორტირებული ნერგებით შენდება, მნიშვნელოვანია, რომ უკვე სანერგე მეურნეობა გვაქვს, რომელიც ბაზარს ადგილობრივი წარმოების ნერგებით მოამარაგებს“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კომპანია „აგრომაქს დეკორის“ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის საქმიანობის გაცნობისას. სამინისტროს ცნობით, სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის 4 ჯიშის 200 000 ერთეული ნერგი იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული. „აგრომაქს დეკორი“ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში რეგისტრირებული კვალიფიციური სანერგეა. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებულია 11 სანერგე მეურნეობა, ინვესტიციის ოდენობა 5 მლნ ლარს აჭარბებს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება კი 3 მლნ ლარს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)