|
2022-07-18 14:46:34, 521 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მხარდაჭერით, საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა
მიმდინარე წლის 16 ივლისს, „საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მხარდაჭერით, საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა. მარკებზე, რომლებიც მიმოქცევაშია 2022 წლიდან, გამოსახულია სოხუმის, ფოთისა და ბათუმის შუქრები. მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოში, სანავსადგურო ქალაქების განვითარებამ, შუქურების აგების აუცილებლობა გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში იქნა აგებული შუქურები, რომელთაც დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სწორედ, არქიტექტურული ღირებულებების მქონე შუქურების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფოსტამ გამოსცა შუქურების მარკების სერია. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ. მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი. ღონისძიება გაიმართა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ტერიტორიაზე, ქალაქ ფოთში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)