12:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 13:08:36, 1077 ნახვა

საზოგადოება
ევროპაში ხანძრები მძვინვარებს - საფრანგეთის მოსახლეობა რეკორდულად მაღალი ტემპერატურისთვის ემზადება

დღეს საფრანგეთი  ემზადება სიცხის პიკისთვის, რომელმაც უკვე მოიცვა მთელი ქვეყანა. ტყის ხანძრები კვლავ მძვინვარებს მთელს ევროპაში.

სინოპტიკოსებმა საფრანგეთის 15 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ექსტრემალური ტემპერატურის გამო. მეხანძრეები კვირას სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში ხანძრების შესაკავებლად იბრძოდნენ.   ტემპერატურა არ იკლებს ბრიტანეთში, სადაც სიცხე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

საფრანგეთში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ხანძარმა ათასობით ჰექტარი მიწა გაანადგურა, ათასობით მაცხოვრებელსა და ტურისტს კი ტერიტორიის დატოვება აიძულა.

ეს არის მაღალი ტემპერატურის მეორე  ტალღა, რომელმაც მოიცვა ევროპის ნაწილი ბოლო კვირის განმავლობაში. მეცნიერები კლიმატის ცვლილებაზე საუბრობენ და პროგნოზირებენ ექსტრემალური ამინდის უფრო ხშირ და ინტენსიურ ეპიზოდებს, როგორიცაა სიცხე და გვალვა.

ხელისუფლება იტყობინება, რომ  ესპანეთში დაახლოებით 20 ტყის ხანძარი კვლავ უკონტროლოა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სამხრეთიდან გალიციამდე შორეულ ჩრდილო-დასავლეთში, სადაც ხანძრებმა გაანადგურა დაახლოებით 4500 ჰექტარი მიწა.

გასულ კვირას ხანძრებს შეეწირა სასწრაფო დახმარების რამდენიმე თანამშრომელი.
ხანძარი პარასკევს დაიწყო მაიასის მთიანეთში, სამხრეთ სანაპირო ქალაქ მალაგადან, დაახლოებით 3000 ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics