09:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 12:25:50, 1017 ნახვა

პოლიტიკა
„არ შეესაბამება დეპოლარიზაციის გეგმას“- „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

 როცა საქმიანი ფორმატის ნაცვლად პოლიტიკური შოუს ელემენტებს და პოლიტიკურ ტრიბუნას გვთავაზობენ, ეს საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის პირველივე პუნქტს, დეპოლარიზაციას, ამიტომ, ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს და უდრის პოლარიზაციის გაღრმავებას,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა.

რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმი არ შედგება და სხდომები ვერ გაიხსნება.

მმართველი გუნდის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

 შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. 

რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics