|
2022-07-17 17:59:38, 1183 ნახვა
საზოგადოება
კინოს სახლში გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა
თბილისის კინოს სახლში რეჟისორ გოგი თორაძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „მთავარსარდლის დაბრუნება“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფილმის გადაღება, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. „ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. ფილმის გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია საარქივო კადრები, მათ შორის გენერლის ოჯახის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული უნიკალური ვიდეომასალა, ასევე, მთავარსარდლის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების კადრები. ფილმში გენერალ გიორგი კვინიტაძის როლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარლამ კორშია ასრულებს. სცენარის ავტორები არიან ბექა ონიანი და თენგიზ თხილავა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)