09:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-16 10:20:58, 1109 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორისგან ბუნებრივი აირის მოპოვების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვების ლიცენზიას ფლობს, სადაც, დადასტურებული პროგნოზით, 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმისთვის, რომ ქვეყანამ გაზარდოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხი და ეტაპობრივად შეამციროს დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე, ნავთობსა და გაზზე. ლევან დავითაშვილის თქმით, შედეგად, გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა.

„ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰეივუდმა ვრცლად ისაუბრა კახეთში ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. მისი პროგნოზით, საბადოზე შესაძლებელია უფრო მეტი ბუნებრივი რესურსი იყოს. პოლ ჰეივუდის განცხადებით, კომპანია მოპოვებით სამუშაოებს, დიდი ალბათობით, 2023 წლიდან დაიწყებს.

შეხვედრაზე აღინიშნა რომ ბუნებრივი აირის მოცულობა თბილისის მახლობლად, კომპანია „შლუმბერჟეს" მიერ გაბურღილი ჭაბურღილის ტესტირებით 2019 წელს  დადასტურდა. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე მოპოვების ლიცენზიის ოპერატორია კომპანია "ბლოკ ენერჯი", რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. პოლ ჰეივუდის ინფორმაციით, კომპანია გეგმავს ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, უკვე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის ათვისებაზე ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. ამჟამად კომპანია საქართველოში 5 პროექტს ახორციელებს. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ტატიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics