12:07 - 08 May, 2026
|
2022-07-15 18:45:19, 776 ნახვა
საზოგადოება
მესამე მიკრორაიონის N12, 13 და N13ა მიმდებარედ კორპუსების შიდა ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, მესამე მიკრორაიონის N12 – 13 და N13ა კორპუსების მიმდებარედ შიდა ეზოს აწესრიგებს.
აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით მოიხსნა შემოღობვები. საფეხმავლო გზისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 3 370 კვადრატული მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 181 570 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო. ამასთან, აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც 45 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)