12:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 17:31:01, 886 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით კონსულტაციებს მართავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დასანერგად, კონსულტაციებს მართავს. ამ მიზნით, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International (JCI)-ის  რეგიონულ მმართველ დირექტორს მურატ ქუჩუკაის შეხვდა.  

JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და პარტნიორებს სხვა მომსახურებებთან ერთად, საერთაშორისო აკრედიტაციას, საკონსულტაციო და სერტიფიცირების სერვისებს სთავაზობს. 
შეხვედრაზე, მხარეებმა, კლინიკებში მაღალი სტანდარტების აუცილებლობასა და მსოფლიოში აღიარებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აკრედიტაციის სტანდარტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში მათი დანერგვის სტრატეგია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში, მოქალაქეებმა, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ, რასაც უწყების 2020-2030 წლების სტრატეგიაც ითვალისწინებს. 

პროცესების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმადგენლებთან. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics