12:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 12:25:54, 821 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროკავშირის მხრიდან პროექტში ჩართული ექსპერტი კენეტ რაიტი მონაწილეობდნენ.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ექსპერტს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს პროკურატურის როლი და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. 

ამასთან, შეხვედრის  მონაწილეებმა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრეს და საქართველოში მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმებსა და კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics