11:06 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 12:23:28, 1600 ნახვა

ეკონომიკა
"საქართველოს ბანკისა" და “ბუღალტერთა კლუბი ფორუმის” ერთობლივი ტრენინგი ბათუმში გაიმართება

" საქართველოს ბანკი" ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და “ბუღალტერთა კლუბი ფორუმის” პარტნიორობით, ბათუმში ტრენინგი „მმართველობითი აღრიცხვა სასტუმროში“ გაიმართება. ღონისძიება 22 ივლისს, 18:00 საათზე, Hilton-ში შედგება. ტრენინგი სასტუმროებში სისტემების დანერგვის და ავტომატიზაციის პროცესს შეეხება.

უფრო კონკრეტულად, შეხვედრა ისეთ საკითხებს დაეთმობა, როგორიცაა: სასტუმროში გამოყენებული სააღრიცხვო სტანდარტები; სააღრიცხვო სისტემების მიმოხილვა და მათი ფუნქციონალი; საოპერაციო სისტემის დანერგვის პროცესები და ეტაპები; ERP სისტემასთან ინტეგრაციის პროცესი და სხვა. ტრენინგს ქეთი ჩიკვაშვილი გაუძღვება, რომელსაც მომსახურებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ფინანსური მიმართულებით 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ტრენინგზე დასწრება „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებისთვის თავისუფალია. დასწრებას რეგისტრირებული პირველი 70 ადამიანი შეძლებს. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ysgBme 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ორგანიზაციის წევრი და გსურთ გაწევრიანება, გადადით ბმულზე: https://bit.ly/38tsq2A

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მორიგ საინტერესო ტრენინგს ვუმასპინძლოთ “ბუღალტერთა კლუბი ფორუმთან” ერთად. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ საქმიანობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში'.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics