19:05 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 22:15:12, 1257 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის შეტევები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე სამხედრო სტრატეგიაა

რუსეთის შეტევები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე არა შეცდომა, არამედ სამხედრო სტრატეგიაა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, რუსეთი მიმართავს ბარბაროსობას.

"ვინიცა, კრემენჩუკი, ჩასივ იარი, ხარკოვი. რუსეთის  შეტევები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე - არა შეცდომა, არამედ დამტკიცებული სამხედრო სტრატეგიაა. რუსეთი ვერ ამარცხებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლაში, ამიტომ მიმართავს ბარბაროსობას: ტერორისტულ თავდასხმებს, ინფრასტრუქტურის განადგურებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics