|
2022-07-14 21:19:10, 790 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია -18 წლის ზევით პირებში, არც ერთ მსოფლიოს წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრებს, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია
„COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არც ერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი ბუსტერ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე - სამედიცინო პერსონალისთვის. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გამონაკლისის სახით, მეორე ბუსტერ დოზით ვაქცინაცია, ასაკის მიუხედავად, დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი ბუსტერ დოზის ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)