11:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 16:15:32, 1190 ნახვა

ეკონომიკა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შემოსავლების სამსახურს საბაჟო კონტროლის აღჭურვილობა გადასცა

14 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და  საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ზურაბ სიჭინავამ  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან  კოლომბ დე მერსესა და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის  ხელმძღვანელთან სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები, დაგეგმილი პროექტები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის მხარდაჭერით, საბაჟო დეპარტამენტს 80 ერთეული რადიოგადამცემი და 60 სამკერდე კამერა გადასცა. აღნიშნული აღჭურვილობა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილდება და ხელს შეუწყობს მებაჟე-ოფიცრების მიერ, საზღვარზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას დაშეუფერხებელ კომუნიკაციას.

შეხვედრის მსვლელობისას, ვლადიმერ ხუნდაძემ ევროკავშირისა და IOM-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომელიც უკვე  მრავალი წელია ხორციელდება, როგორც ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე  საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის სისტემებით აღჭურვის მიმართულებით.

,,მნიშვნელოვანია ევროკავშირის და IOM-სმხარდაჭერის გაგრძელება საბაჟოს შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.გვახარებს, რომ სამომავლო გეგმებში გვაქვს თქვენისრული მხარდაჭერა. შემოსავლების სამსახურის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყოველი თქვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევესაზღვრებს შორის კანონიერივაჭრობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით “, - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics