13:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 10:28:23, 713 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და UNICEF-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას (UNICEF) შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, ბავშვებსა და ზრდასრულებზე ტყვიის ზემოქმედების პრევენციის მიზნით, სუნელებში ტყვიის შემცველობაზე კვლევების ერთობლივად ჩატარებას ითვალისწინებს. 

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა მოაწერეს.

„ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მემორანდუმის მიზანია განვახორციელოთ პროგრამა, რომელიც აღნიშნული საკითხების შესწავლას უზრუნველყოფს. ამავე დროს, საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბავშვთა უვნებელი კვების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ტყვიის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესწავლა მნიშვნელოვანი საკითხია. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეეცდებიან, შესაბამისი კვლევების განხორციელებით, ქვეყანაში ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა აღმოფხვრან.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდი მხარდაჭერით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში,  ქვეყანაში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებული საკითხი უნდა მოწესრიგდეს და პარამეტრები დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics