13:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 17:57:21, 832 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი - არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს

არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან.

მისივე თქმით,ის დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ეუბნებოდა, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად.

"დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად. იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ დიახ. იყენებს სრულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ არა. გამომდინარე იქიდან, რომ ის უკვე ორი წელია პოლიტიკისგან დისტანცირდა, არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მთავრობის რიტორიკა, რბილად რომ ვთქვათ, არ დაეხმარა კანდიდატის სტატუსის მიღებას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics