12:33 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 15:13:14, 955 ნახვა

პოლიტიკა
„გვაქვს ორი პორტი“ - ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, რუსეთს საქონლის იმპორტში დაეხმაროს

ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთისთვის საქონლის პარალელური იმპორტის პლატფორმა გახდეს.

ე.წ რესპუბლიკიკს პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ამისთვის აფხაზეთს აქვს ორი პორტი, რომლითაც სხვა სახელმწიფოებთან წვდომა შესაძლებელი ხდება.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტერიტორიის გამოყენება შესაძლებელია პარალელური იმპორტის განსახორციელებლად. ეს განხილვის საგანია. ჩვენ გვაქვს ორი პორტი, გვაქვს წვდომა სხვა სახელმწიფოებთან“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზეთს სანქციების არ ეშინია.

„თქვენ იცით, რომ აფხაზეთი არაერთმა სახელმწიფომ აღიარა. ჩვენ არ გვეშინია არანაირი სანქციების, ისინი არასდროს მოუხსნიათ ჩვენს მიმართ“, - აღნიშნა ბჟანიამ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics