13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 12:26:52, 722 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორიაზე ღობის პერიმეტრი გამწვანდა, მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყეპარკში სხვადასხვა სახეობის 1073-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარიც დაიგო. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მულჩირების სამუშაოებიც განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავცრელებს.

სამინისტროს ცნონით, ტერიტორიაზე, როგორც წითელი ნუსხის, ასევე დეკორატიული მოყვავილე და  მარადმწვანე  მოზრდილი მცენარეები დაირგო, მათ შორის, ძელქვა, თელა, წაბლი, ლაფანი, ელდარის ფიჭვი, ნეკერჩხალი, ირმის რქა, ხემარწყვა, ოლეანდრა შტამპზე, იაპონური სოფორა, ლიმონის კვიპაროსი ბურთის და სპირალის ფორმის, ფოტინია ბურთის ფორმის, ფიტოსპორუმი, ფშატი, წყავი, ღვია გართხმული, ტუია ნანა, იაპონური კვიდო, მინდვრის ნეკერჩხალი, ლოროპეტალუმი, ლავანდა ბურთის ფორმის, ჩიტავაშლა, წივანა, ჟასმინი და ნანდინა.

„პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” 2021-2024 წლებში განხორციელდება, რომელიც დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის საერთო ღირებულებაა 6 802 343 ევრო, ხოლო ველური ბუნების სააგენტოს საგრანტო ბიუჯეტი 2 919 714 ევროა.

პროექტის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ არსებული ეკოსისტემა შენარჩუნდეს და აღდგეს”,- აღნიშნულია  ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics