13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 12:23:33, 631 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა. ჯპს-ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და GPC-ის რეგიონალურმა დირექტორმა ელზა ჯავახაძემ გახსნეს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ეს არის იმერეთის რეგიონში ჯპს-ის მეშვიდე აფთიაქი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს ეტაპობრივად ახალი ობიექტები ემატება. ჩვენი მიზანია, რომ დივერსიფიცირება მოვახდინოთ იმ ობიექტების, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს. ჯპს არის პირველი აფთიაქი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში გაიხსნა. მედიკამენტების გარდა, აფთიაქში ყველა ის საჭირო პროდუქტი იყიდება, რომელიც მოგზაურობისთვის არის საჭირო,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

უწყების ცნობით, ჯპს საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა და ქვეყნის მასშტაბით 100 ზე მეტ ფილიალს ფლობს. პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. აქციები, რომლებიც კომპანიას ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად თუ სხვადასხვა დღესასწაულებზე აქვს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფილიალზეც გავრცელდება. ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში  კვების, სავაჭრო და სხვა სახის 13 ობიექტია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში ქუთაისის აეროპორტს კიდევ რამდენიმე ახალი ობიექტი შეემატება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics