|
2022-07-13 11:27:04, 1042 ნახვა
საზოგადოება
Reuters - რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს ფოთის გავლით მიაწვდის
რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს ფოთში მდებარე შავი ზღვის პორტის გავლით მიაწვდის, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია. ამის შესახებ Reuters იუწყება. რუსეთმა თხევადი გაზი მიწოდება 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე შეაჩერა,ასევე შეაჩერა სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით, რამაც აიძულა ექსპორტიორები ახალი მარშრუტები ეძიათ. " გადაზიდვები ფოთის გავლით იგეგმება სხვა ძირითად საექსპორტო მარშრუტებზე გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო ", - განაცხადა ინდუსტრიის წარმომადგენელმა. Refinitiv Eikon-ის სარკინიგზო მონაცემებით, ამ თვეში დაახლოებით 3000 ტონა თხევადი გაზი სურგუტიდან სარკინიგზო ტრანსპორტით საქართველოს ქალაქ ფოთში ჩავა, შემდეგ კი საზღვაო ბორნით ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გადაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)