|
2022-07-12 13:44:01, 904 ნახვა
საზოგადოება
კულუმბეგოვი - ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ, შეგვიძლია „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ
ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ,- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მედიაცენტრ „მთავარში“გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, დომინირებულ ვარიანტებს B.A.4 და B.A.5 ის გავრცელების პოტენციალი გაზრდილია და ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს. „მოგეხსენებათ კორონავირუსი გარკვეული „ტალღებით“ ხასიათდება და ეს არის მსოფლიო ტენდენცია პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების ტენდენციას, ევროკავშირის ქვეყნების და ამერიკის, ისრაელის დაახლოებით 1.5- 2 თვით ჩამოვრჩებით ხოლმე, შემდეგ ტალღისებურად გადაინაცვლებს აღმოსავლეთ ქვეყნებში. საგანგაშო, მოულოდნელი სიურპრიზი აქ არ უნდა იყოს. ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს დამთავრდა პანდემია, მაგრამ კოვიდს არ აქვს ეს გეგმები, სამწუხაროდ. კოვიდს მუტაცია ახასიათებს, ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი - რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აქვს. დომინირებულ ვარიანტებს B.A.4 და B.A.5 ის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. მისი ციფრირეპროდუქციული ინდექსი 18% არის, ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. გავრცელების პოტენციალით ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს. ამ ვარიანტებში ასევე გაზრდილია რეინფიცირების შემთხვევები. მზარდი ტენდენციაა, მოსახლეობას იმუნიტეტი "გაუცვდა." საბედნიეროდ, ინტენსიურ თერაპიაში ადამიანების რაოდენობა პროპორციულად არ იზრდება.ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)