11:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 13:06:00, 1064 ნახვა

ეკონომიკა
რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც საქართველოში აღმოჩენილ 16 მლრდ მ3 მოცულობის გაზს ოპერირებს

საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება.

ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია Block Energy, რომელიც 2018 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.

გამოცემა "ბი ემ ჯის" ინფორმაციით, Block Energy-ის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (B) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს Block Energy-ის $6.1 მილიონის შემოსავალი და $4.8 მილიონის ზარალი ჰქონდა.

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ მისი აქციების ღირებულების ჯამი 9.4 მილიონი გირვანქა სტერლინგია. კომპანიის ერთი აქცია 1.35 გირვანქა სტერლინგი ღირს.

გიორგი ტატიაშვილის ინფორმაციით, Block Energy  ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, რომელიც სავარაუდოდ მუშაობას ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს.

"აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს Block Energy, რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. Block Energy-ს აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს რიცხვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” - განაცხადა “საქმის კურსის” ეთერში ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს სააგენტოს უფროსმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ეძებს საერთაშორისო ინვესტორს, რომელიც შავი ზღვის შელფზე აჭარის მიმდებარედ არსებულ სალიცენზიო ბლოკში ნავთობისა და გაზის ძებნა/ძიებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ტენდერში მონაწილეობაზე დაინტერესება საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანიებმა გამოხატეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics