|
2022-07-12 12:40:39, 669 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქსოციალური მომსახურების პირველი ცენტრი დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების პირველი, ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმებისაგან დაცვა, საგამოძიებო მოქმედებების და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცენტრში ბენეფიციარები სათანადო შეფასებას გადიან და შესაბამისი მკურნალობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამავე სივრცეში მიმდინარეობს საგამოძიებო - სარეაბილიტაციო პროცესები, რათა ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა უწყებაში განმეორებით გასაუბრებებს აარიდონ. მინიმუმამდეა დაყვანილი თავად გასაუბრების სიხშირეც, რომლებსაც სპეციალურად ცენტრის მუშაობის სპეციფიკისთვის გადამზადებული პროფესიონალები ატარებენ. „ცენტრის დათვალიერების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის კონფერენცია და პანელ-დისკუსიები გაიმართა, რომელშიც პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა. მის შესაქმნელად სკანდინავიური მოდელი გამოიყენეს, რომელიც სხვა ქვეყანებში და მათ შორის ესტონეთში, წარმატებით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)