|
2022-07-12 12:25:33, 595 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ელჩმა მარეკ შჩიგელმა ქართულ მხარეს მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსური დახმარების პაკეტს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)