|
2022-07-12 10:44:33, 760 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივები განიხილეს
რატი ბრეგაძისა და პაველ ბლაჟეკის შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციებიც მონაწილეობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტერიალი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს. ღონისძიებაზე რატი ბრეგაძე ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქართველოს მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ სიტყვით გამოვა. „საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩეხ კოლეგას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს. ამ მიზნით რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა ორ ქვეყანას შორის ექსპერტების გაცვლის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს, მათ შორის, ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული სერვისები; ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და თანამშრომლების გაცვლითი პროგრამების ორგანიზება. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი. დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები გერმანიისა და საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)