|
2022-07-10 11:51:14, 1119 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს და რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კლიმატური პირობებით გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლის, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოების შეფერხებასა და რისკების პრევენციაზე. გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა, სახელმწიფოს ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობის და ფერმერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ფაროსანას და სხვა მავნებელი-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. „სახელმწიფო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აქტიურად ატარებს. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, უმთავრესია, რომ თითოეულმა ფერმერმა მაქსიმალური გააკეთოს და საკუთარ ფართობებზე აგროკალენდრით გათვალისწინებული სამუშაოები, ჩაატაროს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, მავნებლის საწინააღმდეგოდ რეგიონში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დღეისათვის, დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას საწინააღმდეგოდ 14 ათასამდე ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)