13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-10 11:45:57, 1304 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს არარელურ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში

ყველა ხვდება, რომ  ეს რაღაც დიდი თამაშია, სადაც არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს ასეთ არარელურ და სიმართლისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში და ვიღაცეები, მაგრამ  მარტო მათი მონაწილეობა და მათი ლობირება საქართველოდან გარეთ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ არის სხვა ინტერესი, უფრო დიდი და გლობალური და ამ გლობალურ ინტერესს ჰქვია ინტერესი, რაზეც ჩვენ მაინც და მაინც თამამად ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით ბევრ რაღაცას - განაცხადა  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
 
როგორც მდინარაძემ აღნიშნა საქართველოში მოქმედებს ორმაგი აგენტურა, რომლებიც რუსეთისგან დიდი რაოდენობის თანხებს იღებენ.
 
„საქართველოში არის აგენტურა, ხანდახან ორმაგიც და მათი ე.წ. ლობისტები და რუსული ინეტერსები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ის ორმაგი აგენტურა, რომლებიც რუსეთისგან ხან დიდი რაოდენობის თანხებს იღებენ,  ხან წარსულში რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსების პრესპიკერები იყვნენ და ევროკავშირის დროშით და დასავლურ დროშას შემოფარებულები, გამოდიან ჩვენს წინაშე. ამასაც აღარ ჭამს , უკაცრავად  გამოთქმისთვის, საზოგადოება იმიტომ, რომ ყველა ხვდება, რომ  ეს რაღაცა დიდი თამაშია, სადაც არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს ასეთ არარელურ და სიმართლისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში და ვიღაცეები, მაგრამ  მარტო მათი მონაწილეობა და მათი ლობირება საქართველოდან გარეთ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ არის სხვა ინტერესი, უფრო დიდი და გლობალური და ამ გლობალურ ინტერესს ჰქვია ის ინტერესი, რაზეც ჩვენ მაინც და მაინც თამამად ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით ბევრ რაღაცას. ძალიან ბევრ რაღაცას ვუფრთხილდებით და ამაზე იყო კამათი ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ. საზოგადობამ უნდა იცოდეს, იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა. წარმოიდგინეთ, იმხელა ინტერესია, რომ ევრპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, 200-ზე მეტი იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ 308 დეპუტატის მხარდაჭერით, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის და ამას საზოგადოებრივი ანალიზი სჭირდება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics