14:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 11:23:25, 753 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, სოფელ ინგირში, გიორგი ხანიშვილმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერების ბაღები დაათვალიერა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„აუცილებელია, გამოვიყენოთ უნალექო პერიოდი და ის პრობლემა, რომელიც შექმნა გადაუღებელმა წვიმებმა, აღმოვფხვრათ აქტიური წამლობებით. რეკომენდაციებს გასცემს როგორც საკონსულტაციო ცენტრები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ რჩევების გათვალისწინება, რეკომენდებული სამი წამლობა, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ნამდვილად მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ხარისხიანი მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

უწყების ცნობით, როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, უამინდობით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უკვე განაახლეს ფართობების დამუშავება სპეციალისტების მიერ დადგენილი სქემით, რაშიც მათ აგროკონსულტანტები უწევენ დახმარებას; ხელმისაწვდომია შესაწამლი აპარატებიც, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა.

მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილი სახელმწიფო რწმუნებულს სამეგრელოს რეგიონში გიორგი გუგუჩიას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სააგენტოს მიერ ტარდება ყველა ღონისძიება იმისათვის, რომ მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. ხაზგასმით აღინიშნა მოსახლეობასთან კომუნიკაციის და ინფორმირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics